„პირველი, რასაც აკეთებდა ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, დაბეჯითებით ანგრევდა წინამორბედის მიერ დატოვებულ შთამომავლობას“ – გიორგი გახარია

პირველი, რასაც აკეთებდა ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას, იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა“,-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, სწორედ ეს იყო ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის მიზეზი.

„რომ შევადაროთ და ჩავთვალოთ, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ სახლს და ჩავთვალოთ, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინამორბედის დატოვებულ ფუნდამენტს, ამ შემთხვევაში, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, როდესაც ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა იწყებს წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის  ნგრევას, რა თქმა უნდა, ქვეყანას უსპობს განვითარების პერსპექტივას. ჩვენ იმის ტყვეობაში ვრჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში ცათამბრჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია“- აღნიშნა გახარიამ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე