ვარლამ გოლეთიანი – „დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ჩვენს “ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდება“  

ავტორი Black on White - შავით თეთრზე

ვინ აფინანსებს საპროტესტო აქციებს ნამაჰვან ჰესის წინააღმდეგ?- აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაფინანსების ძირითადი წყარო ემიგრანტებია, მაგრამ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, დეტალური ინფორმაცია მათი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება. მისივე განმარტებით, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაციამ აუდიტი დაიქირავა და საზოგადოებისთვის ყველაფერი საჯარო მათი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გახდება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ, აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ, ვგულისხმობ ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს, მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს პროცესში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად. ამ მიზნით დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს დააბალანსებს, შემდეგ ეს გამოქვეყნდება ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე  და შესაბამისად, ყველაფერს გაეცემა პასუხი.“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა

მისივე განმარტებით, კარგი იქნება, თუ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც მათ სხვადასხვა ძალას უკავშირებენ, გაასაჯაროებენ საკუთარი შემოსავლის ნუსხას.

„გამოვდივართ ინიციატივით, რადგან ჩვენს დაფინანსებაზე ატყდა ასეთი ამბავი და ჩვენს ორგანიზაციას უკავშირებენ სხვადასხვა ძალას, თითოეულმა მათგანმა, იქნება ეს ორგანიზაცია თუ ცალკელი პერსონა, გაასაჯაროოს საკუთარი შემოსავლების ნუსხა. ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

You may also like

Leave a Reply