გახარია: მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც გაუაზრებლად და ფასეულობების გარეშე იხდის ბოდიშს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე “პალიტრანიუსის” ჟურნალისტ ემა ტუხიაშვილის მიერ გასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა: “ქართულ პოლიტიკაში გახარიამ დაამკვიდრა ბოდიშის კულტურა და ამ გადმოსახედიდან, ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ვის და რის გამო მოუხდიდა ბოდიშს?”

“ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის არის გააზრებული და დაკავშირებული კონკრეტულ ფასეულობებთან. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ასე {გაუზრებლად} იხდის ბოდიშს, მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობილი, ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ. თუმცა, ცოტა მეტი დრო რომ გვქონდეს ამის მიზეზებს ვიპოვიდი” – უპასუხა გახარიამ.

ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვაზე გამოვიდა თუ არა ის პრემიერმინისტრის როლიდან და შევიდა თუ არა ოპოზიციონერის როლში, გახარიამ უპასუხა:

“გამოვედი [პრემიერმინისტრის] როლიდან, უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსია ამ ყველაფერში”

You may also like

Leave a Reply