“იმედი” და “POSTV” გახარიას პრესკონფერენციაზე არ მივიდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ტელეკომპანიები “იმედი” და “POSTV” პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის გიორგი გახარიას პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ტელეკომპანიების “თოქშოუების” წამყვანებს შეხვდა. პრესკონფერენციის დაწყებამდე გახარიამ ტელეკომანიების წარმომადგენლების არ მისვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა პირველი სატელევიზო ინტერვიუ “იმედს” მისცეს.

“სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იმედის და პოსტივის ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ იმედი დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. მე ვიცი, რომ “იმედის” ბევრი ჟურნალისტი დღეს ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი.

საპასუხოდ მინდა ღიად შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, თუ რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილიც იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგის ტელევიზიაა”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 პრესკონფერენციის მსვლელობისას გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა “იმედის” არ ყოფნა და თქვა, რომ ამან ეჭვი გაუჩინა, რომ ის პოლიტიკური ტელევიზიაა. მანვე განაცხადა, რომ გაუკვირდა “რუსთავი 2”-ის მისვლა და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

You may also like

Leave a Reply