ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც მინისტრთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

You may also like

Leave a Reply