ირაკლი კობახიძე: “შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის “ოცნება 2” თუ “სხვა რამე 2”

“შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის “ოცნება 2” თუ “სხვა რამე 2″. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას არ აქვს კავშირი “ქართულ ოცნებასთან” და მისი ერთადერთი ამოცანაა “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ზღვარს დაუახლოვოს.

“მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და “ქართლი ოცნება” დაუახლოვოს 43%-ს, მაგრამ ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც მისი მხრიდან და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან”- განაცხადა კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე