დეგნანი შუქრუთელებზე: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ  მათი წუხილი მოსმენილი იქნება 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს და მათი წუხილი მოსმენილი იქნება” – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის შესახებ განაცხადა.

“აშშ-ს არ აქვს პირდაპირი როლი ამ საკითხში. ადამიანის უფლებების დაცვის ჩვენი ოფიცერი გუშინ შეხვდა ჯგუფს და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ფასილიტაციას სახალხო დამცველის ოფისთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და იმუშაონ მათ პრობლემებზე. ჩვენი შეიძლება გვქონდეს დამაკავშირებლის როლი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს და მათი წუხილი მოსმენილი იქნება”. – ამბობს კელი დეგნანი.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს.

You may also like

Leave a Reply