“მესამე კვარტალში გვექნება ვაქცინის საკმაოდ დიდი რაოდენობა და განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი”

“მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან დააკონკრეტა რომელი ვაქციენები და რამდენი დოზა შემოვა.

“უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson& Johnson-ის” – განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე