გვცემდნენ რეიკებით, ხის სახაზავებით, მარცვლეულზე 24 საათით გვაყენებდნენ მუხლებით – პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“იყო ძალიან მძიმე ფაქტები გინდ ჩემთან და გინდ სხვებთან მიმართებით. იქ იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი შიგნით ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული” – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი აცხადებს.

ვიდეოს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. ყოფილი აღსაზრდელი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს “მოსიარულე ფსელი” შეარქვა.

გვცემდნენ ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში.

“იყო ფაქტები, როდესაც თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი ადრე იყო ნასამართლევი 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა, დაწვა”.

“იყო ერთი ამერიკიდან მოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძაან აბულინგებდნენ თუნდაც კანის ფერის გამო. იყო ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დაავადება ჰქონდა და იფსამდა 18 წლამდე და მერეც და თვითონ პედაგოგებმა შეარქვეს “მოსიარულე ფსელი” და შემდეგ მთელი ბავშვთა სახლი ასე ეძახოდა” –  ჰყვება ყოფილი აღსაზრდელი.

You may also like

Leave a Reply