დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ,,როლან გაროსზე” 18 წლის თინეიჯერს დაუპირისპირდება

დღეს,. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” მორიგ შეხვედრას ჩაატარებს.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის 1/32 ფინალში ჩვენებურის მოწინააღმდეგე 18 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი იქნება.

ალკარასი ATP-ს რეიტინგში 97-ე პოზიციაზე იმყოფება.
პირინეელს მიჯრით ბოლო 9 შეხვედრა აქვს მოგებული.

გასაკვირი არ არის, რომ აქამდე ბასილაშვილისა და ალკარასის გზები არსად გადაკვეთილა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ,,როლან გაროსზე” პირველი წრე წარმატებით გაიარა. ქართველმა სერბ დუშან ლაიოვიჩს სძლია.

ქართულ-ესპანური ჯახი თბილისის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე