ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია – უკრაინის პრემიერი 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება დროის საკითხია.

დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემყარება პირველ რიგში ერთობლივ მიზნებს, რაც არის უკრაინისა და საქართველოს მთავრობების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს მიაღწიონ” – განაცხადა შმიგალმა.

You may also like

Leave a Reply