მიქაუტაძისა და აბურჯანიას სადებიუტო გოლები, სანიოლის პირველი გამარჯვება – საქართველომ რუმინეთს სძლია

რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში, ,,ილიე ოანას” სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი ნაკრები და საქართველოს ეროვნული გუნდი დაუპირისპირდნენ.

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 2:1 სძლია.

ამ მატჩში ჩვენი ნაკრებისთვის ბევრი სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში ვილი სანიოლიმ პირველი შეხვედრა მოიგო.
ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს.

საქართველომ კი რუმინეთი პირველად დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ერთი ეს არის, რომ 42-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ.
მსაჯმა გიორგი ჩაბრაძესთან უხეშობის გამო მოედნიდან ფლორინ ტანასე გააძევა.

61-ე წუთზე ეროვნულ ნაკრებში სადეუტო გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მან ოთარ კიტეიშვილის დრიბლინგი დააგვირგვინა.

64-ე წუთზე საბა კვირკველიამ საჯარიმოში ანდრეი ვირჯილ ივანი წააქცია და საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.
თან მსაჯმა ქართველ მცველს წითელი ბარათი უჩვენა.

პენალტის შესასრულებლად ბურთთან რაზვან მარინი მივიდა.
მარინმა 11-მეტრიანი არაზუსტად შეასრულა. მან ბურთი კარს ზემოთ გადააცილა.

72-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა.
ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გიორგი აბურჯანიამაც გაიტანა.

აბურჯანიამ საბა ლობჟანიძის გადაცემა შეირგო.

79-ე წუთზე რუმინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს.
ჩვენი ნაკრების მეკარის ლაზარე კუპატაძის კარი ანდრეი ვირჯილ ივანმა დალაშქრა.

დარჩენილ დროში რუმინელებმა მძლავრად შემოგვიტიეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და რუმინეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

რუმინეთი 1:2 საქართველო
61′ მიქაუტაძე (0-1), 72′ აბურჯანია (0-2), 79′ ივანი (1-2)
გაძევება: 42′ ტანასე (რუმინეთი), 64′ კვირკველია (საქართველო)
გამოუყენებელი პენალტი: 65′ მარინი (რუმინეთი)

რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელკეარუ, ჩირიჩესი, განეა, ოლარუ (57′ ჩიჩალდაუ) მარინი (77′ სტანჩუ), მაქსიმი (58′ ბუდესკუ), ჰაჯი (77′ კოსერუ), ალიბეკი, (58′ ივანი), ტანასე
მთავარი მწვრთნელი: რადოი

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, აზაროვი, დაუშვილი, აბურჯანია (80′ გვილია), კვეკვესკირი (57′ კიტეიშვილი), შენგელია (57′ საბა ლობჟანიძე), ოქრიაშვილი (66′ კაშია) მიქაუტაძე (81′ ზივზივაძე)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

You may also like

Leave a Reply