ოქსანა კალაშნიკოვამ ,,როლან გაროსზე” პირველი წრე წარმატებით დასძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ დიდი მუზარადის ტურნირ ,,როლან გაროსზე” წყვილთა თანრიგში პირველი წრის შეხვედრა მოიგო.

კალაშნიკოვასა და იაპონელ ნაო ჰიბინოს დუეტმა 1/64 ფინალში რუს ანა კალინსკაიასა და სლოვაკ ვიქტორია კუზმოვას ტანდემს 2-სეტში 6-2, 6-3 სძლია.

ქართველი ჩოგბურთელი და ამოვალი მზის ქვეყნის შვილი პარიზის კორტებზე მომდევნო შეხვედრას 4 ივნისს, ჩაატარებენ.
მათი მოწინააღმდეგე ლატვიელი ელენა ოსტაოენკოსა და რუმინელ მონიკა ნიკულესკუს წყვილი იქნება.

You may also like

Leave a Reply