საპატრიარქო შსს-ს სთხოვს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული სისიხლის სამართლის საქმეების დეტალები გაასაჯაროოს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოს საპატრიარქო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დეტალები გაასაჯაროოს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სპეკულაციებისგან დაზღვევა იქნება.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply