833 ახალი შემთხვევა, 1 205 გამოჯანმრთელებული, 19 გარდაცვლილი – 3 ივნისის კოვიდსტატისტიკა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით. პირველი გამოვლენილი შემთხვევიდან დღემდე ჯამში კოვიდით ინფიცირების რიცხვმა 346 983 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში 4 853-ს მიაღწია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76. კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 – თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 811 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 786 პირი, აჭარაში – 2 320, იმერეთში – 1 490.

You may also like

Leave a Reply