ლეგენდარულმა ჩოგბურთელებმა ,,როლან გაროსზე” 1/16 ფინალის საგზური მოიპოვეს

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” 1/16 ფინალისტები გამოვლინდნენ.

ტურნირზე წინ წარმატებით მსოფლიოს ყველა დროის 3 საუკეთესო ჩოგბურთელი მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი და ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე ესპანელი რაფაელ ნადალი და ცოცხალი ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მიიწევს.

ჯოკოვიჩმა ურუგვაელი პაბლო კუევასი 3-სეტში 6-3, 6-2, 6-4 დაამარცხა და 1/16 ფინალში ლიეტუველ რიჩარდას ბარანკისს შეებრძოლება.

რაფაელ ნადალმა ფრანგ რიშარდ გასკეს 3-სეტში 6-0, 7-5, 6-2 სძლია.
მისი შემდეგი მოწინააღმდეგე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი
კამერონ ნორი იქნება.

ვეტერანმა როჯერ ფედერერმა წარმატებას ხორვატ მარინ ჩილიჩთან ბრძოლაში მიაღწია.
ნეიტრალური ქვეყნის შვილმა მეტოქეს 4-სეტში 6-2, 2-6, 7-6, 6-2 მოიგო.
ფედერერი 1/16 ფინალურ შეხვედრას გერმანელ დომინიკ კოპფერთან ჩაატარებს.

,,როლან გაროსზე” 1/16 ფინალური შეხვედრები სამი ლეგენდის მონაწილეობით 5 ივნიის, გაიმართება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე