პორტუგალია და გერმანია ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ევროპის ახალგაზრდულ საფეხბურთო ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ.

გადამწყვეტ მატჩში ევროპის ჩემპიონობისთვის პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები იბრძოლებენ.

პორტუგალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1/2 ფინალში ესპანეთს მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია.
ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ესპანელმა მცველმა ხორხე კუენსამ გაიტანა.

გერმანიამ ფინალის საგზური ნიდერლანდთა სამეფოს ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვებით მოიპოვა.

გერმანელებმა ,,ნარინჯისფერებს” 2’1 სძლიეს.
შეხვედრაში დუბლი ლევერკუზენის
,,ბაიერის” ფეხბურთელმა ფლირიან ვირტცმა შეასრულა.

ესპანეთი U21 0:1 პორტუგალია U21
80′ კუენსა ა.გ.

ნიდერლანდები U21 1:2 გერმანია U21
1′ 8′ ვირტცი (0-1, 0-2), 67′ სშუურსი (1-2)

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლა 6 ივნისს, შედგება.

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე