რაფაელ ნადალმა ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალის საგზური იოლად მოიპოვა

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პრესტიჟული ტურნირის 13-გზის ჩემპიონმა 1/16 ფინალურ ორთაბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კამერონ ნორი იოლად, დაამარცხა.

ნადალმა მეტოქეს 3-სეტში 6-3, 6-3, 6-3 სძლია.

რაფაელ ნადალი 1/4 ფინალში გასასვლელად 19 წლის იტალიელ ჩოგბურთელს იანიკ სინერს დაუპირისპირდება.

ნადალისა და სინერის შეხვედრა 6 ივნისს, შედგება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე