სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ყველა ბავშვის გაყვანის მოთხოვნა დააკმაყოფილა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ​მოთხოვნა – ნინოწმინდის პანსიონატიდან ყველა ბავშვი უნდა იქნეს გამოყვანილი. ამის შესახებ იურისტმა ანა არგანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე ივანე ღლონტის გადაწყვეტილებით, ყველა მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში უნდა გადაიყვანონ.

“დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან” – თქვა ანა აბაშიძემ.

You may also like

Leave a Reply