832 ახალი შემთხვევა, 624 გამოჯანმრთელებული, 17 გარდაცვლილი – 5 ივნისის კოვიდსტატისტიკა 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 832 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით. საქართველოში პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსის 348 594 შემთხვევა გამოვლინდა.

უკანსკნელ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 332 304-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 897, აჭარაში – 337, იმერეთში – 436. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 12, იმერეთში – 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 231, პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 502.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე