გურამ კაშია: ,,გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ენსხედეში ადგილობრივ გუნდთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ნიდერლანდები-საქართველოს მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარები ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინი სანიოლიმ და გუნდის ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთეს.

ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრები ნელ+ნელა ფორმაში შედის და იმედია აქვს, რომ მისი გუნდი ნიდერლანდებთან კარგ თამაშს აჩვენებს.

გურამ კაშია კი აცხადებს, რომ მისთვის განსაკუთრებული მატჩია და ძალიან სურს ამ.შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

ვილი სანიოლი: ,,კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის წინ რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ნიდერლანდებთან  კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

​დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.

ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა.

გურამ კაშია: “ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება.”

💬გურამ კაშია: “ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ  ასეთ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ.”

ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

You may also like

Leave a Reply