“ეს ბრძოლა მხოლოდ მეუფე სპირიდონს არ ეხება…ხვალ ყველას სახლში და ოჯახებში შემოგვივარდებიან… დაიხსომეთ!”-მაკა იმერლიშვილი

ავტორი შორენა პირველი
ფეისბუქმომხმარებელი მაკა იმერლიშვილი ნინოწმინდის პანსიონის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ამ ჩვენს სამშობლოში წინ მიდის ასო..

უკან მიყვება ლომჯარიას კანტორა..

მერე მიფოფხავს მთავრობა..
და ბოლოს მიჩანჩალებს ხალხი..
აი ეს არის ღირსებააყრილ ქვეყნის დღევანდელი დღე..
და ჩვენ ამას ვეგუებით..
ზოგი მოწონებით, ზოგი აღშფოთებით და ბევრი კი გულგრილობით…
ხვალ ყველას სახლში და ოჯახებში შემოგვივარდებიან…
დაიხსომეთ❗️

თუ ვინმეს ჰგონია რომ ამ ყველაფრით ეკლესიას ვნებს, ან რომელიმე მეუფეს ან სასულიერო პირს.. ძალიან სცდება და დიდ გაუგებრობაშია..

ყველა ამ ცილისწამების გამო მათ ღირსების გვირგვინი ადგებათ..
მაგრამ ჩვენ..
ჩვენ რას მივიღებთ..
ასე პირისპირ დარჩენილები ეშმაკთან..?
რით ვიმართლებთ თავს?
როგორ უნდა იყო მშვიდად და აუღელვებლად დღეს , თუ ცოტა გული გიცემს და ადამიანი ხარ…
ბიჭო… აი ძაან რო ღადაობდით..
არიქა.. ქართველობას გვართმევენო….
კი ვხედავთ ახლა.. რა ქართული სული ძგერს ერში..
ყველა მოძღვარმა უნდა მოუწოდოს მრევლს გავიდეს ქუჩაში და დაიცვას ეკლესია და საპატრიარქო…
ეს ბრძოლა მხოლოდ მეუფე სპირიდონს არ ეხება..
მგონი მაგდენს უნდა ხვდებოდეს ყველა მართლმადიდებელი,”-წერს მაკა იმერლიშვილი.

You may also like

Leave a Reply