“მე ვარ ნამყოფი ნინოწმინდის ობოლ ბავშვთა პანსიონში…ნუ ავყვებით მავანთა განზრახულ პროვოკაციებს, ნუ შევიყვანთ ადამიანებს შეცდომაში”-ჟურნალისტი ხათუნა აბულაძე

ჟურნალისტი ხათუნა აბულაძე ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებს.”
“მე ვარ ნამყოფი ნინოწმინდის ობოლ ბავშვთა პანსიონში… იქ ოჯახური გარემო და ურთიერთსიყვარული სუფევდა…
ვერ დავიჯერებ რასაც ამბობენ…
იქ კარგ ადამიანებს ზრდიან..
რომ არა ეს პანსიონი ასობით ბავშვი ქუჩაში მზრუნველობისა და თავშესაფრის გარეშე დარჩებოდა…
განა ცოტანი არიან ასეთები?
ნუ ავყვებით მავანთა განზრახულ პროვოკაციებს, ნუ შევიყვანთ ადამიანებს შეცდომაში.. ამას ჯობია ვისაც საშუალება აქვს მიბაძოს მეუფე სპირიდონს და იზრუნოს ქუჩაში ლუკმა პურის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე.. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე პროვოკატორებზე აყოლა და იმ ადამიანების განკითხვა ვინც მართლა სულს და გულს დებს იმაში, რომ უფლის ნებით მოვლენილი პატარა ანგელოზები, რომლებსაც გაჭირვების და ობლობის მძიმე ხვედრი ერგოთ არ დაიჩაგრონ…
მეუფე სპირიდონი მაღალი ზნეობის სასულიერო პირია, რომდლსაც ძალიან უყვარს თავისი აღსაზრდელები და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სრულფასოვან ადამიანებად ჩამოაყალიბოს ისინი..

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე