როჯერ ფედერერმა ,,როლან გაროსი” დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ,,დიდი მუზარადის” ტურნირი  ,,როლან გაროსის” დატოვა.

ფედერერი აცხადებს, რომ მუხლზე გადატანი ორი ოპერაციისა და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მას დასვენება სჭირდება.

,,როლან გაროსის” დატოვების გადაწყვეტილება, მან მის გუნდთან კონსულტაციებისას მიიღო.

როჯერ ფედერერი: „ჩემს გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ,,როლან გაროსს” დღეს უნდა გამოვეთიშო.
მუხლზე ორი ოპერაციისა და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია დავისვენო და ჯანმრთელობით არ გავრისკო. იმედი მაქვს, ტრავმისგან სრულად განკურნებას შევძლებ და უიმბლდონისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები.” – განაცხადა როჯერ ფედერერმა ,,როლან გაროსის” ვებგვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.

როჯერ ფედერერი ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალში იყო გასული და იტალიელ მატეო ბერეტინის უნდა შეხვედროდა.

ბერეტინის გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვლება.

You may also like

Leave a Reply