საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან დიდი ანგარიშით წააგო

რამდენიმე წუთის წინ ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

ვილი სანიოლის ბიჭები ევროპის ჩემპიონატის მზადებაში მყოფ ნიდერლანდებს დაუპირისპირდნენ.

ფრანკ დე ბურის გუნდმა ქართველების წინააღმდეგ კარგად ითამაშა და შეხვედრა დიდი ანგარიშით 3:0 მოიგო.

მატჩის დასაწყისში ქართველებს გოლის გატანის შანსი ჰქონდათ.
გიორგი აბურჯანიას პასით მეკარე სტეკელენბურგთან ერთიერთზე გასულმა საბა ლობჟანიძემ შანსი ვერ გამოიყენა.

მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.
ლაშა დვალმა საკუთარ საჯარიმოში მემფის დეპაი წააქცია.

11-მეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა მემფის დეპაიმ შეასრულა და ნიდერლანდები წინ გაიყვანა.

მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრები გაშვები გოლისგან გიორგი ლორიამ იხსნა.
ქართველმა მეკარემ დეპაის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს ლორიამ კიდევ რამდენჯერმე გადაგვარჩინა.

ტაიმი
,,ნარინჯისფერებმა” 1:0 მოიგეს.

მეორე ნახევრის სტარტზე ფრენკ დე ბურის ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.
55-ე წუთზე მემფის დეპაის პასით ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა ვოუტ ვეგჰორსტმა ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

76-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახდა.
ნიდერლანდელთა რიგებში სადებიუტო გოლი ,,აიაქსის” 19 წლის ფეხბურთელმა რაიან გრავენბერხმაც მიითვალა.

84-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა 0:3 წააგო.

ნიდერლანდები 3:0 საქართველო
10′ დეპაი პენ. (1-0), 55′ ვეგჰორსტი (2-0), 76′ გრავენბერხი (3-0)

ნიდერლანდები : სტეკელებურგი, დუმფრისი, ტიმბერი (77′ ბერგჰუისი), დე ვრეი, ბლინდი (46′ აკე), ვიინდალი (73′ ვან აანჰოლტი), დე როონი, ვიინალდუმი (66′ კლაასენი), დე იონგი (66′ გრავენბერხი), ვეგჰორსტი (66′ მალენი), დეპაი
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ დე ბური

საქართველო:. ლორია, კაკაბაძე, დვალი, კაშია, გიორბელიძე, ხოჭოლავა (66′ ჯიღაური), გვილია (78′ კვეკვესკირი), საბა ლობჟანიძე (46′ დავითაშვილი), კიტეიშვილი (88′ კუხიანიძე), აბურჯანია (78′ დაუშვილი), ზივზივაძე (66′ მიქაუტაძე)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე