2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – თავისუფალი მოჭიდავეების ტრიუმფი ხარკოვში

23-წლამდელთა შორის ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ქართული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა.  14 ქართველი სპორტსმენიდან 11 მოჭიდავე მედალს დაეუფლა.
ორ წონით კატეგორიაში: 65 და 79 კილოგრამებში, ტურნირი ქართული ფინალით დაგვირგვინდა.

65-ში ივერიკო ჯულაყიძე ჩემპიონი გახდა, შოთა ფარტენაძემ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

79-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტარიელ გაფრინდაშვილი ავიდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ევსემი შველიძე დაამარცხა.

ფარტენაძისა და შველიძის გარდა, ვერცხლის მედლებს  ნიკა ზაქაშვილი (57 კგ), ოთარ ბაგაური (74 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედლებით  საქართველოში გოგა ძიგუა (57 კგ), თორნიკე ქათამაძე (65 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ბექა ჭელიძე (92 კგ) ბრუნდებიან.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე