როჯერ ფედერერი: ,,ძალიან მინდა, ნადალის ან ჯოკოვიჩის ადგილზე ვიყო, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ,,როლან გაროსის” მოგებას გეგმავენ”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ,,Tennis Majors”-სთან ინტერვიუში მისი ფიზიკური კონდიციებისა და მომავლის შესახებ ისაუბრა.

ფედერერი აცხადებს, რომ შესაძლოა, ,,როლან გაროსის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან უიმბლდონს კარგ ფორმაში შეხვდეს.

39 წლის ვეტერანი ჩოგბურთელი ამბობს, რომ ძალიან უნდა ნადალისა და ჯოკოვიჩის მსგავს ფორმაში იყოს და ტურნირის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, თუმცა მას ჯანმრთელობა ამაში ხელს არ უწყობს.

როჯერ ფედერერი: ,,როლან გაროსზე” უკვე 1/8 ფინალში ვიმყოფები. ეს დადებითი შედეგია, თუმცა ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან და ტრავმიდან გამომდინარე შესაძლოა, ტურნირის დატოვების გადაწყვეტილება მივიღო.
ძალიან მინდა, ნადალის ან ჯოკოვიჩის ადგილზე ვიყო, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ,,როლან გაროსის” მოგებას გეგმავენ.
მაგრამ ასეთ დატვირთვებს ჩემთვის ძალინ დიდი ენერგია მიაქვს და შესაძლოა, რომ ამ ეტაპზე დასვენება ყველაზე კარგი ვარიანტი იყოს.
დილით შევხედავ როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
ჩემი აზრით, სჯობს ძალები სწორად გადავანაწილო და უიმბლდონს კარგ ფორმაში შევხვდე”- აცხადებს როჯერ ფედერერი.

ლეგენდარი როჯერ ფედერერი ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალში გავიდა. 39 წლის ვეტერანი 7 ივნისს, იტალიელ მატეო ბერეტინის უნდა დაუპირისპირდეს.

You may also like

Leave a Reply