დღეს ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ქართველი იასპარეზებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველები ჩაებმევიან.

ტატამიზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი (ორივე -52 კგ) გამოვლენ.

ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეში ისვენებს.
ქართველი ჯუდოკა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ ვანდერ მატეოსა და მოლდოველ ვადიმ ბუნესკუს ორთაბრძოლას დაელოდება. მათ ბრძოლაში გამარჯვებულთან კი პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

მარგველაშვილის ბადეში მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი უკრაინელი გიორგი ზანთარაია და ევროპის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი იმყოფებიან.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პირველი მოწინააღმდეგე 23-წლამდთა შორის ევროპის ვიცეჩემპიონი გულთაი მამადალიევა იქნება.

მარიამ ჯანაშვილი კი პირველ წრეში ისვენებს.
ქართველი პირველ ორთაბრძოლას მსოფლიოს პირველობაზე მონღოლ სოსორბარამ ლხანგვასურენისა და მოზამბიკელ ჯასირა ფერეირას დუელში საუკეთესოსთან ჩაატარებს.

პლანეტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი სტარტს, 19:00 საათზე აიღებს.

You may also like

Leave a Reply