ვილი სანიოლი: ,,ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით”

ნიდერლანდებთან  ამხანაგური მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ განვლილი შეხცედრის შესახებ ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი ამბიბს, რომ საქართველოს ნაკრები მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდა. მისი აზრით, ჩვენი გუნდი ერთი გოლის გატანას იმსახურებდა.

სანიოლი აცხადებს, ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ჰყავს.

ვილი სანიოლი: ,,ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად
გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ.”-განაცხადა ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრებმა სტუნრად, ენსხედეში ნიდერლანდებთან 0:3 წააგო.

You may also like

Leave a Reply