თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა – ,,ცსკამ” VTB ლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა

VTB ლიგის ფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” ყაზანის ,,უნიქსი” 19-ქულიანი სხვაობით 76-57 სძლია.

,,ცსკა” ამ გამარჯვების შემდეგ ფინალურ სერიაში 2-0 დაწინაურდა და ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკეე შენგელიამ შეხვედრაში 26:46 წუთი ითამაშა. მან ამ დროის განმავლობაში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შენგელია მატჩი საუკეთესო კალათბურთელი ანუ MVP გახდა.

VTB ლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩი 10 ივნისს, მოსკოვში გაიმართება.
,,ცსკა” გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე