ენმ-ის წევრები პარლამენტში მივიდნენ 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობას აახლებენ, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვა.

ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძისა.

You may also like

Leave a Reply