ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფე” ,,ბარსელონასთან” განადგურდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” სტუმრად, ,,ბარსელონასთან” გამანადგურებელი ანგარიშით 69-112 წააგო.

კატალონიელთა წინააღმდეგ ქართველმა ცენტრმა 17:53 წუთი ითამაშა.
შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

მატჩის MVP ,,ბარსელონას” კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი გახდა. მან 21 ქულა დააგროვა.

1/2 ფინალური სერიის მე-2 მატჩი ისევ ბარსელონაში შედგება.
შეხვედრა 9 ივნისს, არის დაგეგმილი.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე