საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ – ირაკლი კობახიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

“რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი შედეგები, დადგება გამოძიების შემდეგ” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Reply