ქართული ჯუდოს ისტორია დაწერია – ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი

რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ჯუდოკამ ლაშა შავდათუაშვილმა ქართული ჯუდოს ისტორია დაწერა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ამით პირველი ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელსაც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიის გადამწყვეტ ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დაამარცხა.
ქართველმა სკანდინავიელ მეტოქეს ,,ოქროს დროში” მესამე შიდო მიაღებინა.

ლაშა შავდათუაშვილის პატივსაცემად,. დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა.

-60 კგ
1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2. ტომი მაციასი (შვედეთი)
3. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
3. ბილალ ჩილოღლუ (თურქეთი)

-57 კგ
1. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)
2. მომო ტამაოკი (იაპონელი)
3. ტერაზა შტოლი (გერმანია)
3. ნორა გიაკოვა (კოსოვო)

You may also like

Leave a Reply