ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მედლისთვის 3 ქართველი იბრძოლებს

დღეს, ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები გოგონებში -57 და ვაჟებში -73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

უნგრეთში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე საქმეში სამ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ.

ბუქარესტის ტატამიზე მედლების მოპოვებას ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე -73 კგ), ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ეთერ ლიპარტელიანი შეეცდებიან.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ჩეხ ვერა ზენანოვას შეხვდება.
მის ბადეში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იაპონელი ტამაოკი მომო იმყოფება.

ბაჩო ტატალაშვილის პირველი მოწინაღმდეგე ბელარუსი ვაძიმ შოკა იქნება.
მის ბადეში სხვა ჯუდოკებთან ერთად საემიროების სახელით მოასპარეზე გამოცდილი
ვიქტორ შვორტოვი და ევროპული თამაშების ჩემპიონი შვედი ტომი მაციასია.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას პერუელი ალონსო ვონგისთან ბრძოლით დაიწყებს.
ოლიმპიური ჩემპიონის ბადეში ძლიერი ჯუდოკები აზიური თამაშების ჩემპიონი მონღოლი ცოგტბატარ ცენდ-ოშირი, რუსი დენის იარცევი და ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი 39 წლის ვეტერანი უნგრელი მიკლოშ უნგვარი მოხვდნენ.

მსოფლიოს პირველობაზე წინასწარი შეხვედრები სტარტს, 12:00 საათზე აიღებს.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა დანიშნული.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე