ანდრეი შევჩენკო: ,,რუსების აზრი არ მაინტერესებს”

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა ანდრეი შევჩენკომ ფედერაციის საიტზე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც  მოახლოვებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდის შანსებზე საუბრობს.

შევჩენკოს განმარტების გაკეთება უკრაინის ნაკრების ახალ მაისურზეც მოუწია.

უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის განკუთნილ ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრებია ასახული.
ფორმაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინის საზღვრებშია მოქცეული.
გარდა ამისა, ფორმაზე გვხვდება წარწერა: ,,დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!”

ანდრეი შევჩენკო აცხადებს, რომ რუსების აზრი არ აინტერესებს.
მთავარი უკრაინელი ქომაგია, რომლებსაც ახალი ფორმა მოსწონთ.

ანდრეი შევჩენკო: ,,მე უკრაინელი ვარ და ცხადია, ყველა გმირის ხსოვნას პატივს ვცემ, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის დაიღუპა.
ახალი ფორმის შესახებ რუსების აზრი არ მაინტერესებს.
ჩვენთვის მთავარი ჩვენი უკრაინელი ქომაგები არიან. მათ კი ეს ფორმა მოსწონთ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, უკრაინის ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება.
საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ტურნირზე თავი მაღალი დონის ნაკრებებმა მოიყარეს და ადვილი არცერთი თამაში არ იქნება.
საქართველოსთან ნიდერლანდების მატჩი ვნახე და ჩვენმა მეტოქეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ფრენკ დე ბურის გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
ნიდერლანდებს პირველი ვხდებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტურნირი წაგებით არ დავიწყოთ.
საჩუქარი არც ჩრდილოეთ მაკედონიისა და ავსტრიის ნაკრებები არიან. მათთანაც რთული თამაშების გველის, თუმცა ჩემი გუნდის შემართების და ბრძოლისუნარიანობის მჯერა, ვფიქრობ დასახულ მიზანს მივაღწევთ.” – აცხადებს ანდრეი შევჩენკო.

ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს მიჯრით 6 შეხვედრაა არ წაუგია.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე