“გახარია და კობახიძე ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის იბრძვიან” – ვაშაძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირისპირების რეალური მიზეზია მეტი პოლიტიკური გავლენის მოპოვება ივანიშვილის დაქვემდებარებაში.

ის პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მიერ გუშინ, “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ეს ადამიანები [ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია] ერთადერთი რამისთვის იბრძვიან – იქნებიან თუ არა პირველი ვეზირი, ან ვაზირი ივანიშვილის კარზე და ექნებათ თუ არა მეტი გავლენა პოლიტიკურ მდგომარეობაში ივანიშვილის ქვეშ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს პირველი ვეზირი და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის ბატონი კობახიძე” – განაცხადა ვაშაძემ.

You may also like

Leave a Reply