რაფაელ ნადალი ,,როლან გაროსზე” მე-14 ჩემპიონობისკენ მიიწევს

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” 1/2 ფინალის. საგზური მოიპოვა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმენი დაამარცხა.

,,როლან გაროსოს” 13-გზის ჩემპიონმა სამხრეთ ამერიკელ ვიზავის 4-სეტში 6-3, 4-6, 6-4, 6-0 სძლია.

რაფაელ ნადალი მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იტალიელ მატეო ბერეტინის ბრძოლას დაელოდება და იქ გამარჯვებულს 1/2 ფინალში დაუპირისპირდება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე