ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის -81 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი გავიდა.

ქართველმა ჯუდოკამ  ფინალამდე 5 ორთაბრძოლა მოიგო.

გრიგალაშვილი უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთ კორეელ ჟი-მუნ ლის იპონით მოუგო.

ტატომ აზიელი ჯუდოკას გზას შვედი რობინ პაჩეკი გაუყენა.
ქართველმა სკანდინავიელ მეტოქეს ვაზარის უპირატესობით სძლია.

შემდეგი 3 დაპირისპირება ტატო გრიგალაშვილმა იპონით მოიგო.
ქართველმა სამი მოწინააღმდეგის დამარცხებას სულ 2 წუთი და 43 წამი მოანდომა.

ტატომ ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი 59 წამში, ხოლო ბელგიელი სამი ჩოუჩი წუთნახევარში დაამარცხა.

1/2 ფინალში კი გამოცდილი ნიდერლანდელი ჯუდოკა ფრენკ დე ვიტი იპონით ბეჭებზე 23 წამში გააკრა.

ტატო გრიგალაშვილს ფინალში ბელგიელი მეტოქე მატიას კასე ჰყავს.

მსოფლიოს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე