ბარბორა კრეიჩიკოვამ და მარია საკარიმ ,,როლან გაროსის” 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,რპლან გაროსზე” მეორე 1/2 ფინალში ერთმანეთს ბერძენი მარია საკარი და ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა დაუპირისპირდებიან.

კრეიჩიკოვამ 1/4 ფინალში 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი კორი გაუფი 2-სეტში 7-6, 6-3 დაამარცხა.

საკარიმ კი WTA-ს რეიტინგის მე-9 ჩოგან პოლონელ იგა სვიატეკს სძლია.
ელადელმა მეტოქეს საათნახევარში 2-სეტში 6-4, 6-4 მოუგო.

,,როლან გაროსის” 1/2 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუსეთი) : ტამარა ზიდანშეკი (სლოვენია)

მარია საკარი (საბერძნეთი) : ბარბორა კრეიჩიკოვა (ჩეხეთი)

1/2 ფინალური შეხვედრები 10 ივნისს, შედგება.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე