ბარბორა კრეიჩიკოვა VS ანასტასია პავლიუჩენკოვა – ,,როლან გაროსზე” ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” ფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა და ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა გავიდნენ.

კრეიჩიკოვამ 1/2 ფინალურ ორთაბრძოლაში ბერძენი მარია საკარი დაამარცხა.
ჩეხმა ელადელ მოწინააღმდეგეს 3-სეტში 7-5, 4-6, 9-7 სძლია.

პავლიუჩენკოვამ სლოვენიელ ტამარა ზიდანშეკს 2-სეტში 7-5, 6-3 მოუგო.

ორივე ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში ,,დიდი მუზარადის” ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.

,,როლან გაროსის” ფინალი გოგონათა შორის 12 ივნისს, შედგება.

You may also like

Leave a Reply