მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებით ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჯუდოს მაოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი  შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსთან შეხვედრაში მსაჯების  ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილების გამო ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და შესაბამისად, მსოფლიოს პირველობიდან მოიხსნა.

ქართველი ჯუდოკა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან ბრძოლას ვაზარით იგებდა. მან მეტოქე ტატამიზე მეორედაც დაანარცხა, ილეთი ,,ხაბარელი” ბექას ჯერ ვაზარით შეუფასეს, თუმცა მსაჯთა კონსილიუმის შემდეგ გდება გააუქმეს და .აქეთ დასაჯეს.

ღვინიაშვილის ტურნირიდან  მოხსნის მიზეზი სავარაუდოდ, ფეხის ჩახვევა გახდაა, თუმცა ასეთ დროს სპორტსმენი მაშინ ისჯება, როდესაც ილეთს მეტოქე ასრულებს და აღნიშნულს თავის დაცვის მიზნით გამოიყენებს. იმ ეპიზოდში კი ილეთი ქართველს ჰქონდა დაწყებული.

ასეა, თუ ისეა მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებით ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს ნაადრევად, დაემშვიდობა.

-70 კილიგრამში მარიამ ჭანტურიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. მან გაბონელ ჯუდოკას იპონით სძლია.

მეორე შეხვედრაში კი გერმანელმა მირიამ ბუტკერეიტმა ჩვენებური ბრუნის მცდელობის დროს კონტრილეთზე გამოიჭირა და იპონით მოუგო.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე