ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,როლან გაროსის” 1/2 ფინალში გავიდა

,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” 1/2 ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა.

სერბმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალური ბარიერი იტალიელ მატეო ბერეტინთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.

ყველა დროის ერთ ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა აპენინელ ვიზავის 4-სეტში 6-3, 6-2, 6-7, 7-5 სძლია.

,,როლან გაროსის” 1/2 ფინალში ტიტანთა ბრძოლა გველის.
ერთმანეთს ტურნირის 13-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი  ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე