მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია გამოვლენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთვება.

უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე მედლებისთვის გოგონებში -70, ხოლო ვაჟებში -90 კილოგრამის ჯუდოკები იბრძოლებენ.

დღეს, ბუდაპეშტში საქართველოს ღირსებას მარიამ ჭანტურია და ბექა ღვინიაშვილი დაიცავს.

ჭანტურია პლანეტის პირველობაზე გამოსვლას გაბონელ კარენე აგონო ვორასთან შეხვედრით დაიწყებს.
ქართველი გოგონას ბადეში მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი მარი-ევე გაიე მოხვდა.

ბექა ღვინიაშვილის პირველ წრეში ისვენებს.
მეორე რაუნდში კი შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსისა და ტაჯიკეთის წარმომადგენელ ჟახონგირ მაჟიდოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ღვინიაშვილის ბადეში მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი კენტა ნაგასავა იმყოფება.
ქართველი ჯუდოკასა და ამომავალი მზის ქვეყნის შვილის გზები 1/4 ფინალში გადაიკვეთება.

მსოფლიოს პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა დაგეგმილი.

You may also like

Leave a Reply