ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

შერაზადიშვილმა ტურნირზე 5 შეხვედრა მოიგო.

ქართული წარმოშობის ჯუდოკამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ყირგიზი ფერუჩ ბულეტინოვი დაამარცხა.
შემდეგ კი მის გზას პოლონელი პიოტრ კუჩერა და მონღოლი ალტარგაბანა განტულგა გაუყენა.

შერაზადიშვილმა 1/2 ფინალში მეოფლიოს ჩემპიონ იაპონელ კენტა ნაგასავას იპონით მოუგო.
ნიკოლოზმა მეტოქე 2:56 წუთში ტატამიზე ბეჭებით გააკრა.

დღეს, ნიკოლოზ შერაზადიშვილი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

-90 კგ
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
2. დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი)
3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი)
3. მარკუს ნიმანი (შვედეთი)

-70 კგ
1. ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
2. იოკო ონო (იაპონია)
3.მიხაილა პოლერესი (ავსტრია)
3. სანე ვან დიკი (ნიდერლანდები)

You may also like

Leave a Reply