ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დღეს, უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ დაისაკუთრეს.

ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი მე-6 მედალი ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან ბრძოლაში დაიმსახურა.
ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა და იპონით გამარჯვება იზეიმა.

ვარლამ ლიპარტელიანს ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული.

ილია სულამანიძემ თავის სადებიუტო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს ფინალში კანადელი შეიდი ელჰანასი დაამარცხა.
სულამანიძემ ,,ოქროს დროში” მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ იქამდე მსაჯებმა ქართველ ჯუდოკას ვაზარი გაუუქმეს.

ვაჟებში ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ პორტუგალიელმა ჟორჟე ფონსეკამ მოიპოვა.
ფინსეკამ ფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლს ავასატე-იპონით სძლია.

გოგონებში კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ანა მარია ვაგნერმა მიიღო.

-100 კგ
1. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)
2. ალექსანდრ კუკოლი (სერბეთი)
3. ილია სულამანიძე (საქართველო)
3. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

-78 კგ
1. ანა მარია ვაგნერი (გერმანია)
2. მადელინ მალონგა (საფრანგეთი)
3. უმეკი მამი (იაპონია)
3. გუუსუე სტენჰუისი (ნიდერლანდები)

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე