ქართველების 2 მედლის შანსი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

ავტორი კახა მიხანაშვილი

უნგრეთში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ქართველებს 2 მედლის მოპოვების შანსი გააჩნიათ.

ბრინჯაოს მედლისთვის ტიტულოვანი ქართველი.ჯუდოკა ვარლამ ლიპარტელიანი და დიდებში მაოფლიოს პირველობის დებიუტანტი ილია სულამანიძე იბრძოლებენ.

ლიპარტელიანმა თავის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა ვაზარის უპირატესობით დაამარცხა.
ქართველმს მესამე წრეში იაპონელ კენტარო იიდასაც ვაზარით სძლია.

1/4 ფინალში ლიპარტელიანი სერბ ალექსანდრ კუკოლს დაუპირისპირდა.
ქართველი ბალკანელ მეტოქესთან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 54 წამით ადრე იპონით წააგო და რეპეჟაში გადაერთო.

რეპეჟაში ,,ლიპომ” რუს არმან ადამიანს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ნიდერლანდთა სამეფოს შვილს მიხაელ კორელს შეხვდება.

ილია სულამანიძემ 1/4 ფინალამდე ერთმანეთის მიყოლებით თურქი მერთ შიშმანლარი, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი და მონღოლი
ოტგონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა.

1/4 ფინალში.კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან 1:15 წუთში იპონით წააგო.

ილია სულამანიძემ რეპეჟაში ფრანგი ალექსანდრ იდირს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
სულამანიძის მოწინააღმდეგე ბრინჯაოს ფინალში კანადელი შეიდი ელნაჰასი იქნება.

ფინალურო ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

You may also like

Leave a Reply