სტეფანოს ციციპასმა დრამატულ ბრძოლაში ,,როლან გაროსის” ფინალის საგზური მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ბერძენი ჩოგბურთელი სტეფანის ციციპასი ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” ფინალში გავიდა.

ციციპასს 1/2 ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დიდი ბრძოლა გადახდა.

დრამატული ორთაბრძოლა 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.

საბოლოოდ, სტეფანოს ციციპასმა მეტოქეს 5-სეტში 6-3, 6-3, 4-6, 4-6, 6-3 სძლია.

ბერძენი ჩოგბურთელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელების რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებას დაელოდება და მათ შორის საუკეთესოს ფინალში შეხვდება.

You may also like

Leave a Reply