მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ღირსებას გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ

დღეს, ჯუდოს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ქართველებიდან ტატამიზე მძიმეწონოსანი სპორტსმენები გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ.

ზაალიშვილი პირველ ბრძოლაში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაეს დაუპირისპირდება
მის ბადეში კი სხვა ჯუდოკებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ნიდერლანდელ როი მეიერი გახლავთ.
ზაალიშვილისა და მეიერის გზები შესაძლოა 1/4 ფინალში გადაიყაროს.

სომხიშვილს პირველ წრეში მეტოქედ წილისყრამ მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამხრეთ კორეელი ჰაიუნ კიმი არგუნა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება
ფინალური ბლოკი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე