სუპერვარსკვლავების ორთაბრძოლა ,,როლან გაროსზე” – ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს სძლია

,,დიდი მყზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა.

ჯოკოვიჩმა ტურნირის 13-გზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი დაამარცხა.

მსოფლიოს ჩოგბურთის ორი კაშკაშა ვარსკვლავის დაპირისპირება 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ,,როლან გაროსის” მეფეს 4-სეტში 3-6, 6-3, 7-6, 6-2 სძლია.

ჯოკოვიჩი ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
ფინალური ორთაბრძოლა 13 ივნისს, არის დაგეგმილი.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ,,როლან გაროსი” მხოლოდ ერთხელ 2016 წელს აქვს მოგებული.
სტეფანოს ციციპასი კი ფინალში პირველად გავიდა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე